воскресенье, 6 апреля 2014 г.

...

პროექტის   სახელწოდება
რატომ ტირის  დედამიწა


პროექტის მთავარი იდეა
ჩვენ  და  გარემო. როგორ ვაბინძურებთ წყალს, ჰაერს, გარემოს. დედამიწა დგას ეკოლოგიური კატასტროფის  წინაშე. როგორ  ვებრძოლოთ  გარემოს  დაბინძურების  პრობლემებს
პროექტის  აქტუალობა
გარემოს, წყლისა და ჰაერის დაბინძურების  პრობლემა  საქართველოში ძალიან  აქტუალურია. ამის მიზეზია მდინარეებში სხვადასხვა ნარჩენების ჩაყრა-ჩადინება, ტყის ჩეხვა, ფლორისა  და  ფაუნის განადგურება,  ჰაერის დაბინძურება მანქანებისა და ქარხნების  გამონაბოლქვებით.
პროექტის მიზნები
მოსწავლეებს ვასწავლოთ როგორ და რატომ  უნდა დავიცვათ  გარემო,  წყალი და ჰაერი, ფლორა და ფაუნა,რომ ამ ბუნებრივ რესურსებს მოვლა და  გაფრთხილება სჭირდება, რომ ჩვენც და მომავალმა  თაობებმაც სუფთა და სრულყოფილ გარემოში ვიცხოვროთ.
მოსალოდნელი  შედეგები
მოსწავლეთა მოქალაქეობრივი  პასუხისმგებლობის გაზრდა, გარემოსდაცვი-
თი  ცნობიერების ამაღლება, პრობლემების
გადაჭრის გზების  მოძიება. თემების მომზა-
დება და პრეზენტაცია.
პროექტის  ხანგრძლივობა
ორი  კვირა.
მონაწილეთა ასაკი
9-10-11 კლასები
პროექტისათვის საჭირო  ძირითადი
რესურსები:
სახელმზღვანელო,დამატებითი ლიტერატუ-რა,( ენციკლოპედიები), ინტერნეტი, კალამი,
რვეული, ფორმატი, მარკერი, ფოტოაპარატი,
ფოტოლენტა,დაფა, საკლასო ოთახი.
საგნებთან,  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი:
გეოგრაფია, ბიოლოგია,   სამოქალაქო
განათლება.მოსწ.იყენებს არსებულ  რესურს- ებს, მოიძიებს ახალს,აქვს კონსტრუქციული
დამოკიდებულება დაბრკოლების მიმართ,
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან,
მასწავლებელთან.
-პროექტის მსვლელობა.

მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად, გავუნაწილებ დავალებებს.
1 ჯგუფის მოსწავლეებისახელმძღვანელოდან მოიძიებენ მასალებს.
  2 ჯგუფის მოსწ. მოიძიებენ მასალას დამატებითი  ლიტერატურიდან, ენციკლოპედიებიდან
3 ჯგუფის  მოსწ. მოიძიებენ    მასალებს  ინტერნეტში.
4 ჯგუფის მოსწ. მოიძიებენ ახალდაბაში  გარემოს  დაბინძურების  ამსახველ მასალებს,
შექმნიან ფოტომასალას.
მოძიებული მასალების საფუძველზე ჯგუფები  მოამზადებენ  თემებს , მოვაწყობთ 
პრეზენტაციასგამოვიყენებთ  შექმნილ  ფოტომასალას. განვიხილავთ წყლისა  და  გარემოს დაცვის შესახებ კანონს. მოვიძიებთ  პრობლემების  გადაჭრის  გზებს.
პროექტის  ხელმძღვანელი:
ნელი გოგოსაშვილი
პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
Neliko1955@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი /:             

 







Комментариев нет:

Отправить комментарий